სიახლეები
წიგნის კვირეული
03 მარ 2017
უკან
27 თებერვლიდან-3 მარტის ჩათვლით, აკადემიაში წიგნის კვირეული გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. საბაზო და საშუალოს სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს წაუკითხეს მათთვის საყვარელი წიგნები და წარუდგინეს თემატური პერფორმანსები, გაიმართა დისკუსიები, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, შექმნეს ხელოვნების ნიმუშები, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში აკადემიაში ასევე გაიმართა წიგნის ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ მოწვეულმა სხვადსხვა გამომცემლობებმა.