სიახლეები

შეიძინეთ ფერადი წინდები!

17 მარ 2021
უკან
highlight photo
ხუთშაბათს, 18 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში იგეგემება საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია პროექტის ბაბალეს წინდასა და გიგოს ფონდის მიერ შექმნილი ფერადი წინდების გაყიდვა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირებს.
 
წინდების გაყიდვა მოეწყობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ჰოლში დიდი დასვენების დროსა და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ - 15:30-დან 16:45 საათამდე შეიძინეთ წინდები და ხელი შეუწყვეთ კეთილ საქმეს!