სიახლეები
LISI CHALLENGE
20 სექ 2019
უკან
ბრიტანულ-ქართული აკადემია ინტენსიურად ზრუნავს მოსწავლეების ჰოლისტიკურ განვითარებაზე. გასულ კვირას წარმატებით ჩატარდა პირველი სპორტული ღონისძიება „Lisi Challenge“, სადაც მე-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ სახალისო შეჯიბრებაში. აღნიშნული ღონისძიება სპორტული მონაცემების გაუმჯობესების პარალელურად მოსწავლეებში გუნდური პასუხისმგებლობის, შეუპოვრობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის, თანაგრძნობის უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.