სიახლეები

ლალი უკლება

07 მაი 2021
უკან
highlight photo
წარმოგიდგენთ ბრიტანულ - ქართული აკადემიის საბაზო საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს ლალი უკლებას. მას მინიჭებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკ. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაარსების დღიდან შემოუერთდა აკადემიურ გუნდს და მეთხუთმეტე წელია აგრძელებს საყვარელ საქმიანობას. ქალბატონი ლალი არის „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ ჯილდოს - საუკეთესო მასწავლებელი - მფლობელი. ის აქტიურადაა ჩართული აკადემიის როგორც სასწავლო, ისე აკადემიის კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.