სიახლეები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

24 სექ 2016
ავტორი: nino
უკან
highlight photo
ბრიტანული-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოადგინეს ბევრი სახალისო და შთამბეჭდავი ექსპერიმენტი კრიმინალური მეცნიერებისა და მაგნეტიზმის თემაზე. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე განახორციელეს სახალისო აქტივობები Maky Maky მოწყობილობის საშუალებით, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების დემონსტრირება. აკადემიის კარვის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ბევრ საინტერესო მოვლენას და თავადაც განეხორციელებინათ სახალისო ექსპერიმენტები კარვის მასპინძლებთან ერთად.