სიახლეები

ჰელოუინის წვეულება

25 ოქტ 2018
უკან
highlight photo
დღეს აკადემიაში ჰელოუინისადმი მიძღვნილი ძალიან სახალისო დღე გვქონდა. სკოლამდელი განათლების ცენტრის პატარები და I-VII კლასების მოსწავლეები წიგნებისა და ფილმების პერსონაჟების, მსოფლიოში ყველაზე საშიში და ყველაზე სახალისო გმირების კოსტიუმებში გამოწყობილები გვესტუმრნენ.

ჰაუს გუნდების კაპიტნებმა აკადემიის სხვა მოსწავლეების დახმარებით დაუვიწყარი საღამო დაგეგმეს VII-XII კლასების მოსწავლეებისათვის. წვეულებაზე მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში. საღამოს დასასრულს გამოვლინდნენ ის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებსაც საუკეთესო კოსტიუმები ეცვათ.