სიახლეები

ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში

13 ივნ 2017
უკან
highlight photo
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს განსაკუთრებულ ექსპედიციაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. ექსპედიციის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეწარმოებინათ დაკვირვება ჩიტებზე.

საველე კვლევისას, მოსწავლეები გაეცნენ ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებისა და მოპყრობის წესს, ისწავლეს საველე გზამკვლევის დახმარებით ფრინველთა სახეობების გარკვევა, მიიღეს ინფორმაცია ფრინველთა მიგრაციისა და ჭარბტენიანი ადგილების მნიშვნელობის შესახებ.