ბრიტანულ-ქართული აკადემია უკვე 5 წელია, აქტიურად არის ჩართული ყოველწლიურ საქველმოქმედო აქციაში COATS (clothing others against the snow). ამ ქველმოქმედების არსი ზამთარში მზრუნველობამოკლებული ბავშვების თბილი ტანსაცმლით მომარაგებაა. აკადემიის IV-XII კლასის მოსწავლეები 28 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აგროვებდნენ ან, დიდი სიხარულით, სახლიდან მოჰქონდათ ყველაფერი, რაც 6-17 წლამდე ბავშვებს ზამთრის სიცივესთან გამკლავებაში დაეხმარება. ამ აქციით ჩვენმა სკოლამ, თბილისის სხვა სკოლებთან ერთად, დიდი სითბო მოუტანა 350-ზე მეტ მზრუნველობამოკლებულ ბავშვს.
სიახლეები
C.O.A.T.S. 2019
30 ნოე 2019
უკან