სიახლეები
აკადემიის კვირეული
04 ნოე 2016
უკან
გასული კვირა ჩვენთან განსაკუთრებით მხიარული იყო, რადგანაც ის დაეთმო აკადემიის კვირეულს. 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩვენი მოსწავლეები ყოველდღე განსხვავებულ ამპლუაში გვევლინებოდნენ - საყვარელი გმირისა თუ საყვარელი სპორტული გუნდის ფორმით, საოცარი ვარცხნილობებით, ორიგინალური ქუდებითა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ტანსაცმლით. ღიმილიანი და ბრჭყვიალა სახეები განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ამ დღეებში.